ასპერგერის სინდრომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასპერგერის სინდრომი განვითარების დარღვევაა,რომელიც პირველად 1944 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა H.Asperger-მა აღწერა.აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი,კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები.

გავრცელება[რედაქტირება]

ასპერგერის სინდრომი უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში,ვიდრე ქალებში.კვლევების მიხედვით,ყოველი 10000 ადამიანიდან 20-40 აკმაყოფილებს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს.

სიმპტომატიკა[რედაქტირება]

ქცევა[რედაქტირება]

ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებს ახასიათებთ სოციალური გულგრილობა,შეუსაბამო კონტაქტი თვალებით,თანატოლებთან ურთიერთობის დამყარების და შენარჩუნების შეუძლებლობა.სხვისი აზრების და ეცმოციების გაზიარების სირთულე,დიალოგის წარმოების სირთულე. ყოველდღიურ ცხოვრებაში წესებისა და რიტუალების შეუცვლელად დაცვა,სიტუაციის ოდნავი ცვლილების მიმართ ძლიერი წინააღმდეგობა,საგნების რომელიმე ნაწილისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამოვლენა.სტერეოტიპული და განმეორებადი მოძრაობები,საკუთარი ინტერესის გარშემო საუბარი და მოსაუბრის ინტერესების გაუთვალისწინებლობა.

მეტყველება[რედაქტირება]

ბავშვს ადრეულ ასაკში აქვს მეტყველების შეფერხება,რასაც მოყვება მეტყველების უნარის სწრაფი განვითარება,მაგრამ ბავშვი ენას ვერ იყენებს სიტუაციისა და კონტექსტის შესაბამისად,დაჟინებულად ლაპარაკობს აკვიატებულ თემებზე.ასეთ ბავშვებს სოციალური კომუნიკაციის დროს მეტყველების გამოყენების პრობლემა აქვთ,უძნელდებათ ნათქვამიდან მნიშვნელობის გამოტანა რადგან არ გააჩნიათ დაგეგმვის,კონტროლის და ერთის იტუაციიდან მეორეზე გადასვლის მექანიზმები,შეზღუდული აქვთ ინტერესებისა და საქმიანობის სფერო,მხოლოდ მათთვის საინტერესო თემაზე შეუძლიათ საუბარი.

მოტორიკა,არავერბალური კომუნიკაციის და აკადემიური პრობლემები[რედაქტირება]

დეფიციტი ვლინდება როგორც მსხვილ,ისე ნატიფ მოტორიკაში-ბავშვს არ უყვარს წერა,აქტიური მოტორული თამაშები,სპორტული აქტივობები.ჟესტების გამოყენების სიმწირე,ემოციის არაადეკვატური გამოხატვა,სხვისი ემოციის და ჟესტების გაგების შეუძლებლობა.ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვს აქვს წაკითხული გააზრების პრობლემა,მწირი ორგანიზაციული უნარები,მსჯელობის და დასკვნის გამოტანის პრობლემა,კოგნიტური რიგიდულობა.

დიაგნოსტიკა DSM-IV-TR-ის მიხედვით[რედაქტირება]

A.სოციალურ ურთიერთობათა თვისობრივი დარღვევა-ვლინდება ჩამოთვილი სიმპტომებიდან ორ მათგანში მაინც: 1.არავერბალური ქცევის გამოხატული დარღვევა,როგორიცაა სოციალური ურთიერთობისას თვალებით კონტაქტი,სახის გამომეტყველება,სხეულის პოზა,ჟესტები. 2.თანატოლებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა 3.სხვა ადამიანებთან ერთობლივი გართობის,საერთო ინტერესებისა და თანამშრომლობის სურვილის დეფიციტი. 4.სოციალური თუ ემოციური რეციპროკულობის ნაკლოვანება. B.განმეორებადი,სტერეოტიპული ქცევები,ინტერესები,მოქმედებები-ვლინდება ქვემოთ მოცემული სიმპტომებიდან ერთ-ერთში მაინც: 1.სტერეოტიპული,შეზღუდული,ვიწრო ინტერესებით შემოფარგვლა,რაც ხასიათდება ანომალური ინტენსივობითა და ძლიერი ფოკუსით; 2.სპეციფიკური რიტუალების ზედმიწევნით დაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში; 3.სტერეოტიპული და განმეორებადი რიტმული მანერულობა C.ეს დარღვევები იწვევს სოციალური,შრომითი და სხვა საზოგადოებრივი ფუნქციონირების კლინიკურად მნიშვნელოვან დარღვევებს. D.არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი ჩამორჩენა მეტყველებაში E.არ ვლინდება მკვეთრად გამოხატული ჩამორჩენა კოგნიტურ განვითარებაში ან ასაკის შესაბამის თვითმომსახურების ჩვევებში,ადაპტაციურ ქცევაში და გარემოსადმი ცნობისმოყვარეობაში. F.ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს სხვა სპეციფიკური პერვერსიული დარღვევები და შიზოფრენია

ასპერგერის სინდრომის და აუტიზმის განსხვავება[რედაქტირება]

ასპერგერის სინდრომი დიაგნოსტიკურ სახელმძღვანელოებში წარმოდგენილია,როგორც დამოუკიდებელი ნოზოლოგია,მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს რომ იგი სხვა არაფერია, თუ არა აუტიზმი ფუნქციონირების მაღალი დონით.იმაზე,რომ ასპერგერის სინდრომი და ფუნქციონირების მაღალი დონის მქონე აუტიზმი განსხვავებული ნოზოლოგიებია,შემდეგი ფაქტორები მეტყველებს: ინტელექტის ტესტში ასპერგერის სინდრომის მქონე ბავშვებს მაღალი აქვთ ვერბალური IQ,აუტიზმის მქონე ბავშვებს არავერბალური IQ. ნეიროფსიქოლოგიური გამოკვლევებით დადგინდა,რომ ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ფმდ აუტიზმის მქონე პირებს აქვთ ვერბალური მეხსიერების გამოხატული დეფიციტი,ასპერგერის სინდრომის მქონეთ კი მნიშვნელოვნად დაქვეითებული აქვთ ემოციის აღქმა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Woodbury-Smith MR, Volkmar FR "Asperger syndrome"
  • თ.გაგოშიძე "ბავშვთა ფსიქიკური განვითარების დარღვევები"
  • DSM-IV-TR