ასმაში (მწვერვალი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ასმაში — მწვერვალი ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ განშტოებაზე, მდინარე ტვიბერის სათავეში (ენგურის შენაკადი). სიმაღლე 4057 მ. კარგად არის გამოხატული თანამედროვე გამყინვარება. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული გრანიტოიდებით. მისასვლელი გზა ტვიბერისა და მურყვამის მყინვარებიდან (მდინარე ენგურის აუზი).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 637, თბ., 1975 წელი.
|
|||||||||||||||||||