ასლანბეგ აბაშიძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ასლან (ასლანბეგი) აბაშიძე)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასლან აბაშიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ასლან იბრაჰიმის ძე აბაშიძე, ასლანბეგი (დ. 1877 — გ. 1924), გენერალი (1918). ბათუმის სადროშოს გამგებელ სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი, მემედ აბაშიძის ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სიჭაბუკიდანვე ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში. მონაწილეობდა 1905-1907 წლებში რევოლუციურ გამოსვლებში რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. რეაქციის წლებში იძულებული გახდა სტამბოლში წასულიყო, სადაც მიიღო სამხედრო განათლება ოტომანთა უმაღლეს სამხედრო სკოლაში. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას და პრო-ქართულ ორიენტაციას აჭარაში. მონაწილეობდა ქართული ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში. 1918 წელს ხელმძღვანელობდა მაჰმადიან ქართველთა რაზმებს სომხეთთან ომში. იყო საქართველოს ეროვნული არმიის ერთადერთი გენერალი აჭარიდან. საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ (1921) თურქეთში გადასახლდა. იყო სტამბოლის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აქტიურად მონაწილეობდა 1924 წელს აჯანყების ორგანიზაციაში. გარდაიცვალა სტამბოლში 1924 წელს. სავარაუდოდ მოწამლეს საბჭოთა აგენტებმა[საჭიროებს წყაროს მითითებას]. არის ავტორი მხედრული სიმღერისა „ასლანური“.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სიხარულიძე ი., გენერალი ასლან აბაშიძე, თბ., 1994;
  • სიხარულიძე ფ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 19, თბ., 1997