ასკულუმის ბრძოლა (ძვ. წ. 279)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ასკულუმთან ბრძოლა (ძვ. წ. 279))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასკულუმის ბრძოლა.
ასკულუმის ბრძოლა
პიროსთან ომის ნაწილი

რომის და ტარენტიუმის ომში მნიშვნელოვანი ადგილები
თარიღი ძვ. წ. 279
მდებარეობა ასკულუმი, თანამედროვე ასკოლი სატრიანო, იტალია
შედეგი პიროსის გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა დიდი საბერძნეთი, ეპიროსი
მეთაურები
პუბლიუს დეციუს მუსი პიროსი ეპიროსიდან
ძალები
40,000 მხედარი და ქვეითი, 300 სპილოს საწინააღმდეგო დანაყოფი 40,000 მხედარი და ქვეითი, 20 საბრძოლო სპილო
დანაკარგები
6,000 3,500

ასკულუმის ბრძოლა — მეორე ბრძოლა პიროსსა და რომს შორის. ბრძოლამ ორი დღე გასტანა, საბოლოოდ პიროსმა გაიმარჯვა, თუმცა დაკარგა თავისი ძალების დიდი ნაწილი. სწორად ამ ბრძოლიდან წარმოიშვა გამოთქმა „პიროსის გამარჯვება“

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰერაკლიუმის ბრძოლის შემდეგ მეტოქეებმა უკვე საკმარისად კარგად გაიცნეს ერთმანეთი. რომაელებმა იცნოდნენ პიროსის ყველაზე საშიში იარაღის — საბრძოლო სპილოების შესახებ, პიროსმა კი სათანადოდ შეაფასა რომაელთა ბრძოლისუნარიანობა. პიროსში, როგორც კარგ მხედართმთავარში, მებრძოლმა რომაელებმა დიდი სიმპატია გამოიწვიეს და მან ყველა ხერხით სცადა თავიდან აეცილებინა შემდგომი სისხლისღვრა, დაესრულებინა ომი და გამხდარიყო ამ ხალხის მოკავშირე, მაგრამ რომაელებმა მიუხედავად წაგებისა არ ისურვეს დანებება და ფარხმალის დაყრა, სანამ პიროსი იტალიის მიწაზე რჩება. ამრიგად მეორე ბრძოლა მეტოქეებს შორის გარდაუვალი გახდა.

ბრძოლის მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ბრძოლა ქალაქ ასკულუმთან გაიმართა. რომაელებმა პიროსი აიძულეს დაბლობიდან მდინარის ტყიან ნაპირზე გადასულიყო, საიდანაც სპილოები ვერ მოახერხებდნენ თავდასხმას. ბრძოლა ღამემდე გაგრძელდა და გაურკვეველი იყო გამარჯვებული.

მეორე დღეს პიროსმა შეძლო დაბლობზე გადმონაცვლება. ყველაზე სუსტ ადგილებში ყარაული დააყენა, სპილოებს შორის მან შუბოსნები და მშვილდოსნები ჩააყენა, და სწრაფად შეუტია რომაელებს. რომაელებმა ვერ შეძლეს ფლანგიდან შეტევა, როგორც წინა ბრძოლაში, პირისპირ შეხვდნენ მეტოქეს და სცადეს მძიმე ქვეითების დამარცხება, სანამ მათ სპილოები არ მოეშველებოდნენ. პიროსმა კი სპილოებით შეუტია რომაელებს და უკუაქცია ისინი. რომაელები გაიქცნენ ბანაკში. ამ დღეს დაიღუპა 6000 რომაელი და 3500 ბერძენი.

მიუხედავად გამარჯვებისა, პიროსს ისეთი დანაკარგები ჰქონდა, რომ ომის ასე გაგრძელებას იგი ვეღარ შეძლებდა. ისტორიაში შევიდა მის მიერ წარმოთქმული ფრაზა „თუ კიდევ ერთხელ ასე გავიმარჯვებთ რომაელებთან, საბოლოოდ დავიღუპებით“. დაიღუპა მის მიერ ჩამოყვანილი ჯარების დიდი ნაწილი და მისი მიახლოვებული მხედართმთავრები.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრძოლაში პიროსის გმარჯვების მიუხედავად, მას ომის გაგრძელების საშუალება აღარ ჰქონდა. მისთვის ცხადი იყო, რომ იტალია უნდა დაეტოვებინა. პიროსისთვის საბედნიეროდ ამ დროს მას სიცილიელმა ბერძნებმა სთხოვეს დახმარება კართაგენის წინააღმდეგ, რითაც პიროსს საშუალება მიეცა იძულებითი დახევა სიცილიისთვის დახმარების მოტივით აეხსნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]