ასკლეპიოსი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ასკლეპიოსი (ბერძნ. Ἀσκληπιός, Asklēpios) — მკურნალობის ღვთაება ძველ ბერძნულ მითოლოგიაში. აპოლონის ვაჟი. ასკლეპიოსის კულტი განსაკუთრებით გავრცელდა ძვ. წ. V საუკუნიდან. ასკლეპიოსის კულტის ცენტრი იყო ეპიდავროსი. ძვ. წ. III საუკუნიდან იგი გავრცელდა რომშიც, სადაც ასკლეპიოსს ეკულაპიუსს უწოდებდნენ. ასკლეპიოსის სამლოცველოები სამკურნალო ადგილებად ითვლებოდა. ასკლეპიოსის ატრიბუტია კვერთხზე შემოხვეული საღვთო გველი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 1, გვ. 636, თბ., 1975
სტატიის