ასკაპოცალკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასკაპოცალკო (ნაუატ. Azcapotzalco, სიტყვასიტყვით „ჭიანჭველების ბუდეზე“) — ტეპანეკების სახელმწიფო ანაუაკის ველზე (თანამედროვე მეხიკოს ველი) ტესკოკოს ტბის დასავლეთ სანაპიროზე. ასკაპოცალკო თავიდან მფარველი იყო, შემდგომ კი აცტეკების სახელმწიფოსა და მისი მოკავშირეების მთავარი მტერი გახდა. ქალაქის მცხოვრებლებს უწოდებდნენ „ასკაპოცალკას“.

XVII საუკუნის მემატიანე ჩიმაპლაინის თქმით, ასკაპოცალკო დააარსეს ჩიჩიმეკებმა 995 წელს. ყველაზე ცნობილი მმართველი (ტლატოანი) იყო ტესოსომოკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]