ასისთავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასისთავა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Centaurium eryntraea

ასისთავა[1] (ლათ. Centaureum minus; სინონიმები: Centaureum erythraea, Erytrhraea centaureum) — ერთ- ან ორწლიანი ბალახეული მცენარე, 10-40 სმ სიმაღლის ოთხწახნაგოვანი სწორმდგომი ღეროთი. ღეროს ძირში განწყობილი ფოთლები წაგრძელებულ-უკუკვერცხისებრი და თავბლაგვია, ღეროზე ერთიმეორის პირდაპირ განწყობილი ფოთლები კი ლანცეტა და ბლაგვწვეტიანია. თანაყვავილედი ქოლგისებრი საგველაა. ყვავილები ვარდისფერ-წითელია. ასისთავა ყვავილობს ივნის-სექტემბერში და გრძელდება 5 დღეს. გავრცელებულია ტყისპირა ველებსა და მდელოებზე მთის შუა სარტყელამდე.

ასისთავა შეიცავს 1%-მდე ალკოლოიდებს, 0,3% -მდე გლიკოზიდებს და ასკორბინის მჟავას. ხალხურ მედიცინაში იყენებდნენ მადის მომგბრელ, საჭმლის მომნელებელ, მატონიზირებელ საშუალებად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • შ. ხიდაშელი, ვ. პაპუნიძე, საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები, ბათუმი, 1980, გვ. 10

სქოლიო[რედაქტირება]