ასები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასები ბალდრის გვამთან, მხატვარი კრისტოფერ ვილჰელმ ეკერსბერგი 1817

ასები, აზები (ǫ́ss ან áss, ás) — ღმერთების უძლიერესი მოდგმა, ჩრდილოეთის (გერმანულ) მითოლოგიაში. განაგებენ ასგარდის სასახლეს, ემორჩილებიან მხოლოდ ოდინს. სულ თორმეტნი არიან: ოდინი, თორი, ბალდრი, ჰოედრი, ტირი (თორი), ჰერმოდრი, ბრაგი, ჰაიმდალი, ვიდჰარი, ვალი, ულრი, და ფორსეტი; თორმეტი აზინიც — ქალღმერთია: ფრიგი, ფრეია, იდუნი, ზაგა... აზები და აზინები, ციური მსაჯულები, ებრძვიან ვანებს და ბუმბერაზებს. შემდეგ ვანებს ურიგდებიან, რაც ღმერთების ორი მოდგმის შერწყმაზე მეტყველებს. მოკლეს არსთა მამა, ბუმბერაზი იმირი, დააქუცმაცეს და სხეულის ნაწილებისაგან შექმნეს ახალი სამყარო. იღუპებიან საზარელ მსოფლიო ხანძარში, და ესაა რაგნაროკი, ღმერთების დაისი. შემდეგ ფერფლიდან ისევ აღდგებიან განახლებულ გაძლიერებულნი, უფრო სრულყოფილნი. მსგავსი მოვლენა ცნობილია ეგვიპტურ, ბერძნულ და სხვა წარმართულ მითებში. თავისებურად აისახა ქრისტიანულ რელიგიაშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 186.
  • გელოვანი ა. მითოლოგიური ლექსიკონი, გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1983
  • უფროსი ედა, თარგმანი და კომენტარი გ. კალანდაძის, თბილისი, 1971