ასამპშენი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასამპშენი
მშობ. სახელი: ინგლ. Assumption Island

ასამპშენის კუნძულის ხედი ჰაერიდან
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 09°44′03″ ს. გ. 46°30′34″ ა. გ. / 9.73417° ს. გ. 46.50944° ა. გ. / -9.73417; 46.50944
ფართობი 11,07 კმ²
უმაღლესი წერტილი 32 მ
სეიშელის დროშა სეიშელის კუნძულები
ოლქი სეიშელის გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა 7
სიმჭიდროვე 0,63 ად. /კმ²
ასამპშენი (კუნძული) — ინდოეთის ოკეანე
ასამპშენი (კუნძული)

ასამპშენი (ინგლ. Assumption Island) — მარჯნის კუნძული სეიშელის გარე კუნძულების ალდაბრის კუნძულების შემადგენლობაში. მდებარეობს 28 კმ-ში სამხრეთით ატოლ ალდაბრიდან. ფართობი შეადგენს 11,07 კმ²-ს. კუნძულის დასავლეთის მხარეს მდებარეობს პატარა დასახლებული პუნქტი (7 ადამიანი[1]) სანაპირო პლაჟით. ორ დიდ ქვიშის დიუნას უკავია მკაფიო ადგილი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ერთ-ერთის სიმაღლე 32 მეტრია.

გუანოს უკონტროლო მოპოვების შედეგად, რომელიც გრძელდებოდა თვით 1983 წლამდე, კუნძულზე ჭარბობს შიშველი კლდეები და გამოქვაბულები, რომლებიც იშვიათად დაფარულია ღარიბი მცენარეულობით.

კუნძულზე ბინადრობს ფელზუმების სახეობის ენდემური ხვლიკების ქვესახეობა სეიშელის დღის გეკონიPhelsuma abbotti sumptio.

კუნძულის სამხრეთით მდებარეობს ქოქოსის პალმის პლანტაციები. კუნძულზე არსებობს ასამპშენის აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Seychelles Islands - Assumption. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-21. ციტირების თარიღი: 2015-08-21.