გურამ ასათიანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ასათიანი, გურამ)
გურამ ლევანის ძე ასათიანი (დ. 12 აგვისტო, 1928, თბილისი ― გ. 28 ივნისი, 1982, იქვე), ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1955 წლიდან ქართულ და რუსულ პრესაში იბეჭდებოდა ასათიანის კრიტიკული წერილები თანამედროვე ლიტერატურის აქტუალურ პრობლემებზე. მასვე ეკუთვნის ნ. ბარათაშვილის შემოქმედებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევა და გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, პ. იაშვილის, გ.ლეონიძის, ს. ჩიქოვანის, ი. აბაშიძის, გ. რჩეულიშვილის ლიტერატურული პორტრეტები. 1965 წლიდან 1980 წლამდე ხელმძღვანელობდა შ. რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის განყოფილებას. იყო სსრკ მწერალთა კავშირის კრიტიკის საბჭოს წევრი.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გვერდწითელი გ. – ქსე, ტ. 1, თბ., 1975, გვ. 620-621.
- იმედაშვილი კ., "მიჯნა", თბ., 1987.
- გვერდწითელი გ. – ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბ., 1997, გვ. 224.
სტატიის