არხოტის ჯვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არხოტის ჯვარი, არხოტის ხეობის (პირიქითა ხევსურეთი) მთავარი სათემო ღვთაება (ჯვარი), რომელსაც ქრისტიანობის გავლენით მიქელ მთავარანგელოზსაც უწოდებენ. არხოტის ჯვარი თემის მფარველ, მოლაშქრე ღვთაებად ითვლებოდა, მორწმუნეთა წარმოდგენით, ღვთაების დამხმარე ზებუნებრივ არსებებთან - ლაშქარ-მწვერვალებთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა ბრძოლებში და თავის საყმოს ამარჯვებინებდა. მის ძირითად (უნჯ) ყმებად სოფ. ახიელში მცხოვრები ჯაბუშანურები ითვლებოდნენ. ამავე გვარისა იყო ჯვრის ხელოსანიც (ხევისბერი). არხოტის ჯვრის მოძმე ღვთაებებად მიაჩნდათ ანატორის ჯვარი და ხონეს მთავარანგელოზი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 619, თბ., 1975