არცოდნის ცოდნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არცოდნის ცოდნა, ცოდნა ცოდნის არარსებობის შესახებ. სოკრატე ამ სოდნას შემეცნების აუცილებელ პირობად თვლიდა. წარმოდგენებში განხორციელებული კერძოა და პირობითი, ამიტომ ის ნამდვილი ცოდნა არ არის, -არცოდნაა. ნამდვილი ცოდნა ზოგადი და აბსოლუტური ხასიათისაა და ცნებებით გამოიხატება. დებულება "მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი", რომელსაც სოკრატეს მიაწერენ, გამოხატავს შუალედურ მდგომარეობას არცოდნასა და ნამდვილ ცოდნას შორის. ამ ცნების მეორე ვარიანტია Docta ignorantia (სწავლული არცოდნა). იგი გვხვდება ავგუსტინე ნეტარის, ბონავენტურას, ნიკოლოზ კუზანელის მოძღვრებაში. კუზანელის მიხედვით, ღმერთი უსასრულოა, მას არა აქვს დადებითი თვისებები და თავის თავში აერთიანებს წინააღმდეგობებს, ამიტომ ღმერთის დახასიათება ცნებებით შეუძლებელია. ერთადერთი ცოდნა ღმერთის შესახებ ის არის, რომ ღმერთის ცოდნა არის სწავლული არცოდნა ანუ არცოდნის ცოდნა. ახალ ფილოსოფიაში, ამ ცნებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ნ. ჰარტმანმა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 615, თბ., 1975