არცევი (გორის მუნიციპალიტეტი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
არცევი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში. მდებარეობს მდინარე არცეულის ნაპირზე. საკრებულოს ცენტრი (სოფლები:აძვისთავი, გოიათა, ვალითა, ზემო ოტრევი, იკორთა, ნოგყაუ, პანტნაური, ქარჩითი, ქვემო ოტრევი, ჩხარაული). ზღვის დონიდან 920 მეტრი, ცხინვალიდან 18 კილომეტრი. სოფლის ჩრდილოეთით განლაგებული ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორები მოწმობს, რომ სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. სოფელში დგას შუაფეოდალური ხანის ეკლესია. არცევი ადრინდელ ფეოდალურ ხანაში შედიოდა გვერდისძირის სოფლებში, ხოლო XIV საუკუნიდან ქსნის საერისთავოში.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 1, გვ. 615, თბილისი, 1975 წ.
სტატიის