არჩილ მესხიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არჩილ მესხიძე
დაბადების სახელი არჩილ მესხიძე
დაბადების თარიღი 17 მაისი, 1913
გარდაცვალების თარიღი 28 დეკემბერი, 1999 (86 წლის)
საქმიანობა მსახიობი, ლოტბარი
მეუღლე(ები) ანიკო ავლოხაშვილი

არჩილ მესხიძე (დ. 17 მაისი, 1913, თბილისი — გ. 28 დეკემბერი, 1999) — ქართველი ხელოვანი, მსახიობი, ქართული ხალხური სიმღერების ლოტბარი და დამსახურებული პედაგოგი, კირილე პაჭკორიას გუნდის წევრი, რომელთანაც ერთად 1937 წელს იმყოფებოდა ქართული ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში. იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. მეუღლე ანიკო ავლოხაშვილი (1917–1994) იყო აგრეთვე კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, შვილი — საქართველოს დამსახურებული მხატვარი ნანა მესხიძე (1936–1997).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]