არშაკიანები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არშაკიანები ქართლისა, "ქართლის ცხოვრების" თანახმად, სომეხი არშაკუნიანების ქართლის გამეფებული შტო. ცნობა გარკვეულ ეჭვს იწვევს, რადგან სომხეთში არშაკუნიანები ახ. წ. I საუკუნის 60-იან წლებში გამეფდნენ, ქართლში კი, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ისინი გამეფებულან ძვ. წ. II საუკუნის II ნახევარში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხისათვის, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები», 1958, ტ. 4, ნაკვ. 1;
  • ჯანაშია ლ., ქსე, ტ.1 , გვ. 613, თბ., 1975