არქეზილა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქეზილა (დ. ძვ. წ. 316 — გ. ძვ. წ. 241) — ერთ-ერთი დამაარსებელი ე.წ. პლატონის საშუალო აკადემიისა, რომლის მიმართულებას ახასიათებს პლატონის პოზიტიურ მტკიცებულებათა შესუსტება და სკეპტიციზმის გზაზე გადასვლა. პლატონისაგან აქ დარჩა მხოლოდ დიდი მიდრეკილება სხვადასხვა ყაიდის ლოგიკური კონცებციებისადმი, რომლებიც ამ შემთხვევაში წარმოადგენდნენ დოგმატური ფილოსოფიის დაშლას და მხოლოდ ალბათური ცნობების დაფუძნებას. ეთიკაში არქეზილა ასევე გამოირჩევა პლატონის ენთუზიასტური მოძღვრების შესუსტებით და მისი დაყვანით სულიერი მდგომარეობის უშფოთველობის შესახებ მოძღვრებაზე.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ფილოსოფიური ლექსიკონი. თბ. 1987

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე