არტურო პერეს-რევერტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტურო პერეს-რევერტე
დაბ. თარიღი 25 ნოემბერი 1951
დაბ. ადგილი კარტახენა, ესპანეთის დროშა ესპანეთი
საქმიანობა ჟურნალისტი, ნოველისტი
ეროვნება ესპანელი
ჟანრი ისტორიული ნოველა
Magnum opus კაპიტან ალატრისტეს ისტორიები

არტურო პერეს-რევერტე (ესპ. Arturo Pérez-Reverte; დ. 25 ნოემბერი 1951) — ესპანელი რომანისტი და ჟურნალისტი. ოცი წლის მანძილზე (1973–1994) მუშაობდა კორესპონდენტად საომარი ადგილებიდან. 1986 წელს გამოიცა მისი პირველი ნოველა El húsar, რომელიც ნაპოლეონის ომებს ეხებოდა. ესპანეთის ფარგლებს გარეთ იგი ძირითადად ცნობილია თავის ნოველათა სერიით Captain Alatriste. 2003 წლის 12 ივნისიდან რევერტე ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრია.

სტილი[რედაქტირება]

პერეს-რევერტეს ნოველები ძირითადად კონცენტრირებულია მკაცრად განსაზღვრულ ხასიათითზე (ქალის ან კაცის) და წარმოაჩენს ავტორის ჰემინგუეის მსგავს ჩვეულებას, როდესაც თითოეულ პერსონაზე აგებს კომპლექსურ შრეებს. მისი გეგმები სწრაფად მოძრაობს და მწერალი ხშირად მიმართავს მთხრობელს, რომელიც რაღაცნაირად დაკავშირებულია ამ ამბავთან.

მოქმედებათა უმრავლესობა ესპანეთში ან ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ხდება და ხშირად ეყრდნობა ესპანეთის ისტორიას, კოლონიურ წარსულს, ხელოვნებასა და კულტურას, უძველეს საგანძურებსა და ზღვას. ნოველები ხშირად ეყრდნობა თანამედროვე პერიოდის მნიშვნელოვან საკითხებს, მაგალითად ნარკოვაჭრობასა თუ რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთობას.

თავის ძირითად ხასიათში, ავტორი ხშირად გამოხატავს პესიმიზმს ადამიანურ ქცევებთან დაკავშირებით, რაც მას მიღებული აქვს საკუთარი გამოცდილებით საომარ მოქმედებებში, ისეთ ადგილებში, როგორებიცაა მაგალითად სალვადორი, ხორვატია თუ ბოსნია,[1] ასევე კრიმინალური ისტორიების კვლევებიდან.

თავდაპირველად იგი ეწინააღმდეგებოდა მისი ნოველების თარგმნას ორიგინალი ესპანური ვერსიიდან სხვა რომელიმე ენაზე, გარდა ფრანგულისა. თუმცა, ზოგიერთი მისი ნამუშევრის თარგმნა შესაძლებელი გახდა ინგლისურ ენაზე. უმრავლესი მათგანი ასევე ხელმისაწვდომია პორტუგალიურადაც.

მისი წიგნები ნათარგმნია თურქულად: ფლანდრიული პანელი (Flaman Tablosu), კაპიტან ალტარისტეს სერიები (Komutan Alatriste, Güney'in Kraliçesi, Saflığın Çekiciliği), დიუმას კლუბი (Dumas Kulübü), მეფეთა ოქრო და სხვები.

კარიერის მანძილზე, განსაკუთრებით კი ბოლო ნახევარში, პერეს–რევერტე ცნობილია ჩვეულებით, რომ დაიმკვიდროს მოხეტიალის, არა–პარტიზანის და დროის მიერ გაცვეთილი პერსონის სავაჭრო მარკა. ეს ფაქტი ბევრ სხვა ჟურნალისტთან და მწერალთან კონფლიქტის წყარო გახდა.[2]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

პერეს–რევერტე დაიბადა ესპანეთში, ქალაქ კარტახენაში. ჟურნალისტის კარირეა დაიწყო ამჟამად დახურულ გაზეთ Pueblo–ში, შემდეგ კი საომარი ადგილებიდან კორესპონდენტის რანგში განაგრძო ესპანეთის სახელმწიფო ტელევიზიაში (Televisión Española). TVE–ში მუშაობისას, შიდა საქმეებით გადაღლილმა რევერტემ ჟურნალისტიკაზე ხელი აიღო და გადაწყვიტა მთელი თავის დრო წერისთვის მიეძღვნა.

მისი ტინეიჯერი გოგონა კარლოტა ალატრისტეს შესახებ მისი პირველი ნოველის თანაავტორი იყო. ცხოვრობს ლა–ნავატასა (მადრიდთან ახლოს) და მშობლიურ კარტახენაში, სადაც ის აფროსნობით ერთობა. მისი მეგობარია ესპანელი ნოველისტი ხავიერ მარიასი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება]

კაპიტან ალატრისტეს ნოველები[რედაქტირება]

  • El capitán Alatriste (1996; თარგ: კაპიტანი ალატრისტე), წარმოსახხავს ესპანელი მოფარიკავის ხასიათს ესპანეთის ოქროს საუკუნეში.
  • Limpieza de sangre (1997; თარგ: სისხლის სიწმინდ), კათოლიციზმზე მოქცეული ებრაელის ან მუსლიმის (კონვერსო)„სისხლის სიწმინდის“ შესახებ.
  • El sol de Breda (1998; თარგ: მზე ბრედას თავზე), ესპანეთის ნიდერლანდში ომის შესახებ.
  • El oro del rey (2000; თარგ: The King's Gold), ესპანეთის განძის ფლოტის შესახებ.
  • El caballero del jubón amarillo (2003; თარგ: კაცი ყვითელ დუბლეტში). ალატრისტეს შეტაკება ესპანეთის მეფე ფილიპე IV–სთან.
  • Corsarios de Levante (2006). ალატრისტეს ბრძოლები ბერბერ მეკობრეებთან.
  • El puente de los Asesinos (2011). ალატრისტეს მცდელობები მოკლას ვენეციის დოჟი.

სხვა ნოველები[რედაქტირება]

  • El húsar (1986). მოქმედება ხდება ნაპოლეონის ეპოქაში.
  • El maestro de esgrima (1988; თარგ: ფარიკაობის მასტერი). ქალბატონი ფარიკაობის გაკვეთილებს გადის მასწავლებელთან.
  • La tabla de Flandes (1990; თარგ: ფლანდრიული პანელი). საიდუმლოებით მოცული ფლანდრიული ნახატების შესახებ.
  • El club Dumas ან La sombra de Richelieu (1993; თარგ: დიუმას კლუბი). A Cult of followers of the novels of Alexandre Dumas.
  • La sombra del águila (1993). მოქმედება ხდება ნაპოლეონის ეპოქაში.
  • Territorio comanche (1994).ბალკანური ომების გამოცდილების ნოველიზაცია
  • La piel del tambor (1995;
  • Un asunto de honor (1995)
  • La carta esférica (2000; თარგ: საზღვაო რუკა). განძზე ნადირობა.
  • La Reina del Sur (2002; თარგ: სამხრეთის დედოფალი). მექსიკელი ქალბატონის ისტორია, რომელიც სამხრეთ ესპანეთის ნარკოვაჭრობის ლიდერი გახდა.
  • Cabo Trafalgar (2004; თარგ: ტრაფალგარის კონცხი), ტრაფალგარის ბრძოლის შესახებ.
  • El pintor de batallas (2006; თარგ: ბრძოლების მხატვარი).სამსახურიდან წასული ომის ფოტოგრაფის კონფლიქტი საკუთარ წარსულთან.
  • Un día de cólera (2007). 2 მაისი 1808. ბრძოლა მადრიდში საფრანგეთის არმიის წინააღმდეგ, დამოუკიდებლობისათვის.
  • Ojos azules (2009). ესპანელი ჯარისკაცები გაურბიან აცტეკებს.
  • El Asedio (2010).
  • El tango de la guardia vieja (2012). რომანსი.

არა ბელეტრისტიკა[რედაქტირება]

  • Obra breve (1995)
  • Patente de corso (1998).
  • Con ánimo de ofender (2001).
  • No me cogeréis vivo (2005)
  • Cuando éramos honrados mercenarios (2009)

პერეს-რევერტეს ნოველებზე გადაღებული ფილმები[რედაქტირება]

  • El maestro de esgrima (1992) (ფარიკაობის მასტერის მიხედვით)
  • Uncovered (1994) (პლანდრიული პანელის მიხედვით)
  • Cachito (1995) (Un Asunto de Honor–ს მიხედვით)
  • კომანჩეს ტერიტორია (1997)
  • მეცხრე კარიბჭე, რომან პოლანსკი (1999) (დიუმას კლუბის მიხედვით)
  • სანტიაგოს გზა (1999), ესპანური სატელევიზიო მინისერიალი.
  • ალატრისტე (2006) (based on the series Captain Alatriste)
  • საზღვაო რუკა (2007) (La Carta Esférica–ს მიხედვით)
  • Quart: El Hombre de Roma (2007), ესპანური სატელევიზიო მინისერიალი.
  • სამხრეთის დედოფალი (2011), ტელემუნდოს მიერ გადაღებული ტელენოველა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]