არტიშოკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტიშოკი
Artichoke-flower.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Cynara
დაცვის სტატუსი

არტიშოკი (Cynara), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ცნობილია 12-მდე სახეობა. კულტივირებულია ნამდვილი არტიშოკი (Cynara scolymus), რომელსაც აქვს უმეტესად დატოტვილი, 0,5-1 მ სიმაღლის ღერო, დიდი, დანაკვთული ან ფრთისებრ განკვეთილი ფოთოლი და კარგად განვითარებული ყვავილები. საჭმელად ხმარობენ ყვავილედის ხორციან ყვავილსაჯდომსა და გარეთა წვნიანი ქერქლის ბოლოებს, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებსა და არომატულ ნივთიერებებს. არტიშოკს იყენებენ აგრეთვე პირუტყვის საკვებად (მწვანე საკვები, სილოსი) და დეკორატიულ მცენარედ. მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად (გადაწვენით).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 592, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე