არტიომკა (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არტიომკა
რუს. Памятник «Артёмка»
კოორდინატები 47°12′35″N 38°55′32″E / 47.2097° ჩ. გ. 38.92556° ა. გ. / 47.2097; 38.92556
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე დავიდ ბეგალოვი
ტიპი ბრინჯაო
გახსნის თარიღი 2010

არტიომკა (რუს. Памятник «Артёмка») — სკულპტურული კომპოზიცია ტაგანროგში. შექმნილია 2010 წელს დავიდ ბეგალოვის მიერ, ივარ ვასილენკოს ლიტერატურული პერსონაჟის პატივსაცემად.

მისამართი: ტაგანროგი, ჩეხოვის ქუჩა № 88[1].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხშიშველა, ქუდიანი ბიჭის, არტიომკას, ბრინჯაოს ქანდაკება დგას დაუმუშავებელ გრანიტის ქვაზე. მარჯვენა ხელში არტიომკას უჭირავს პატარა ზარდახშა, რომელიც აღწერილია ივან ვასილენკოს სადებიუტო ნაშრომში „მაგიური ზარდახშა“ (1937 წ.).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივან ვასილენკოს ლიტერატურული გმირის არტიომკას ძეგლი გაიხსნა ტაგანროგში 2010 წლის მაისში. იგი აღმართულია ი. ვასილენკოს სახლ-მუზეუმის შენობის წინ. ძეგლი გაიხსნა მწერლის 115 წლისთავთან დაკავშირებით.[1] ხელოვნების ბავშვთა სკოლისა და ბლონსკის სახელობის მხატვართა საბავშვო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს მწერლის ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულს წილად ხვდა ძეგლის გახსნის პატივი.[1]

ვანდალიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2010 წლის 13 სექტემბრის საღამოს უცნობმა ვანდალებმა ძეგლი კვარცხლბეკთან ერთად შემოატრიალეს და ძეგლს თავი გაუტეხეს.[2][3] ბარბაროსებს აშკარად არ ამოძრავებდათ მატერიალური სარგებელი,[4] მათ უბრალოდ თავში ურტყეს არტიომკას ქანდაკებას და დატოვეს შემობრუნებული ძეგლის მახლობლად.[5]
  • 2012 წლის 27 აგვისტოს ღამეს ბარბაროსებმა ძეგლი ჩამოაგდეს კვარცხლბეკიდან.[6] უცნობი პირები აპირებდნენ ძეგლის მოპარვას, მაგრამ უცნობი მიზეზის გამო გადაიფიქრეს. ძეგლი პოლიციამ იპოვა ოფიციალური ადგილსამყოფელიდან მოშორებით, გარკვეულ მანძილზე.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Ларина Т. Артемка «прописался» в Таганроге დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. // Таганрог.su. — 2010. — 7 июня.
  2. Сазонова Е. Кто в ответе за Артёмку? // Таганрогская правда. — 2010. — 16 сент
  3. Собств. корр. В Таганроге вандалы разрушили скульптуру «Артемка» // Комсомольская правда. — 2010. — 18 сент.
  4. Васильев С. «Безголовые» оставили Артёмку без головы // Новая таганрогская газета. — 2010. — 18 сент.
  5. Васильев С. «Безголовые» оставили Артёмку без головы // Новая таганрогская газета. — 2010. — 18 сент.
  6. Сазонова Е. «Артёмка» ушёл, но обещал вернуться...[მკვდარი ბმული] // Таганрогская правда. — 2012. — 6 сент.
  7. Дикунова У. В Таганроге вандалы разрушили памятник Артемке დაარქივებული 2018-07-12 საიტზე Wayback Machine. // 161.ru. — 2012. — 10 сент.