არტემისა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
არტემისა
Artemisa
|
არტემისა (ესპ. Artemisa) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში. 2010 წლის აგვისტოში ქალაქი არტემისა გახდა ახლად დაარსებული არტემისის პროვინციის დედაქალაქი, რომლის შემადგენლობაშია აგრეთვე ყოფილი ჰავანის პროვინციის 8 მუნიციპალიტეტი და პინარ-დელ-რიოს 3 მუნიციპალიტეტი. არტემისის მუნიციპალიტეტის ფართობია 690 კმ².[1] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 81.209 ადამიანი.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე 117,7 ადამიანი კმ²-ზე.
წარმოადგენს რეგიონის კომერციულ ცენტრს. მოჰყავთ შაქრის ლერწამი, თამბაქო, ანანასი და სხვ. ქალაქში მიმდინარეობს სპირტისა და საპნის წარმოება, ქალაქის სიახლოვესაა შაქრის ქარხნები.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Statoids (July 2003). Municipios of Cuba. წაკითხვის თარიღი: 2007-10-07.
- ↑ Atenas.cu (2004). 2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან 2007-09-27-ში. წაკითხვის თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
|
|||||||