არსუკისძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსუკისძე, (გ. 1029), ქართველი ხუროთმოძღვარი, მცხეთის სვეტიცხოველის ამშენებელი. მისი სახელი ამოკვეთილია ორგან: ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე, შუა თაღს ქვემოთ, მედალიონებში და ჩრდილოეთ ფასადის მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე, რომელთა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფური გამოსახულებით. წარწერა ასეთია: „ჴელი მონისა არსუკისძისაჲ. შეუნდვეთ“. ტაძარი აგებულია 1010-1029 წლებში. უეჭველია, არსუკისძემ გამოიყენა ძველი (V-VI სს.) სვეტიცხოვლის ცალკეული ნაწილები, რათა სრულიად ახალი დამოუკიდებელი ნაწარმოები შეექმნა, რაც მოწმობს მთელი იმდროინდელი ქართული ხუროთმოძღვრების მხატვრულ სიმწიფეს და თვით არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. არსუკისძე უნდა იყოს ტაძრის დასავლეთით მდებარე კარიბჭის მშენებელიც. კარიბჭისა და ტაძრის ერთდროულობა ეჭვს არ იწვევს.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 586, თბ., 1975

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე