არპად გენცი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არპად გენცი

არპად გენცი (უნგრ. Göncz Árpád, დ. 10 თებერვალი, 1922, ბუდაპეშტი) —უნგრელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, ლიტერატორი.

1944 წელს დაამთავრა ბუდაპეშტის უნივერისტეტი და შეუდგა სამხედრო სამსახურს, მაგრამ გაიქცა ჯარიდან და შეუერთდა ანტიფაშისტურ წინააღმდეგობის მოძრაობას. 1956 წლის ამბების დროს მონაწილეობდა აქციებში. 1957-1963 წლებში იყო დაპატიმრებული. გათავისუფლების შემდეგ იწყება მისი ლიტერატურული კარიერა.

1988 წელს შეუერთდა თავისუფალი დემოკრატების ალიანსს. 1990 წელს არჩეულ იქნა პარლამენტში. ამავე წლის მაის-აგვისტოში პარლამენტის სპიკერია, ხოლო 1990 წლის 4 აგვისტოს აირჩიეს უნგრეთის პრეზიდენტად. თანამდებობაზე დარჩა 2000 წლის 4 აგვისტომდე.

დაოჯახებულია, ჰყავს 4 შვილი. მისი ქალიშვილი კინგა გენცი 2006-2009 წლებში იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]