არნო ბაბაჯანიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არნო ბაბაჯანიანი საფოსტო მარკა (სომხეთი)

არნო არუთინის ძე ბაბაჯანიანი (სომხ. Առնո Բաբաջանյան) (დ. 22 იანვარი, 1921, ერევანი, სომხეთი — გ. 15 ნოემბერი, 1983, მოსკოვი, რუსეთი), სომეხი კომპოზიტორი და პიანისტი, სსრკ სახალხო არტისტი (1971).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1947 წელს დაამთავრა ერევნისა და მოსკოვის (1948, პროფ. კ. იგუმნოვის კლასი) კონსერვატორიები. დემოკრატიული ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი პრაღასა (1947) და ბუქარესტში (1953). ბაბაჯანიანის სტილის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ს. რახმანინოვისა და ა. ხაჩატუარიანის შემოქმედებამ. ბაბაჯანიანის უმთავრესი ნაწარმოებებია: "გმირული ბალადა", ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1950, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951), საფორტეპიანო ტრიო (1953), 6 სურათი ფორტეპიანოსათვის (სომხეთის სახელმწიფო პრემია, 1967), პოემა-რაფსოდია სიმფონიური ორკესტრისათვის (1954), კონცერტები ვიოლინოსა (1949) და ვიოლენჩელოსათვის (1962), 2 სიმებიანი კვარტეტი, სავიოლინო სონატა, მრავალი პოპულარული სიმღერა, მუსიკა კინოფილმებისათვის. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 117—118, თბ., 1977