არნოლფინების ოჯახის პორტრეტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არნოლფინების ოჯახის პორტრეტი
Portret van Giovanni Arnolfini en zijn vrouw
Van Eyck - Arnolfini Portrait.jpg
იან ვან ეიკი, 1434 წელი
ნახატი
ლონდონის ეროვნული გალერეა, ლონდონი,

ნახატი "არნოლფინების ოჯახის პორტრეტი" შეიქმნა 1432 წელს, მეთხუთმეტე საუკუნის ნიდერლანდელი მხატვრის, იან ვან ეიკის მიერ.

ნახატზე გამოსახული კაცი არის იტალიელი ვაჭარი ჯოვანი არნოლფინი. იგი ცხოვრობდა ქალაქ ბრიუგეში,როგორც იტალიაში ერთ-ერთი უმდიდრესი გვარის, მედიჩების საბანკო სახლის წარმომადგენელი. ქალი,მისი მეუღლეა.აგრეთვე იტალიელი, ჯოვანე ჩენამი.

მე,იან ვან ეიკი,ვიყავი აქ

კაცს ხელი აქვს მოკიდებული ქალის მარჯვენა ხელზე,თითქოს ერთგულების პირობას დებს.მეორე ხელი ზევით აქვს აწეული ფიცის სიმტკიცის დასადასტურებლად.ეს შეუღლების სცენაა.კედელზე მრგვალი სარკე კიდია.მასში ცოლ-ქმრის ზურგი და კიდევ ორი კაცია არეკლილი.ეს კაცები ალბათ მოწმეები არიან.მათგან ერთ-ერთი შესაძლოა თვით იან ვან ეიკიც იყოს,ვინაიდან სარკის ჩარჩოს აწერია:

ვიკიციტატა
„მე,იან ვან ეიკი,ვიყავი აქ“

კედელზე ჩამოკიდებული კრიალოსანი ღვთისმოსაობაზე იუთითებს.ხოლო იქვე,სარკის მახლობლათ ჩამოკიდებული პატარა ცოცხი,როგორც ოჯახური,ისე სულიერი სიმშვიდის სიმბოლოა.ფანჯარასთან ფორთოხლები ალაგია.ეს ოჯახურიცხოვრების ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე მიანიშნებს.იმ პერიოდის ნიდერლანდებში ფორთოხალი ძალზე ძვირი და იშვიათი ხილი იყო.ცოლ-ქმრის წინ ძაღლია.იგი ერთგულების სიმბოლოა.საშინაო ფეხსაცმელი კი განუყრელ წყვილს და ოჯახურ სიმყუდროვეს გამოხატავს.

ნახატის ისტორიასთან დაკავშირებით მრავალი აზრი არსებობს.ერთ-ერთი მათგანის მიხედვით ჯოვანი არნოლფინიმ ეს ნახატი იან ვან ეიკერს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაახატინა.ამ მოსაზრებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტი ამყარებს.სურათზე კარგად ჩანს ჭაღი,რომელიც თითქოს გამყოფ როლს თამაშობს.თუ კარგად დავაკვირდებით,დავინახავთ, რომ ჯოვანი არნოლფინის მხარეს ჭაღზე სანთელი ანთია,ხოლო მისი მეუღლის მხარეს არა.აშკარაა,რომ ჯოვანე ჩენამი ფეხმძიმედ იყო,სწორედ ამიტომაა სავარაუდო რომ ის ადრეულ ასაკში, სწორედ ფეხმძიმობის დროს გარდაიცვალა.ჩვენთვის ცნობილია,რომ ამ დროს ნიდერლანდებში თსაკმაოდ ბევრი ქალი იღუპებოდა ფეხმძიმობის დროს.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე