არმენ ტახტაჯიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არმენ ლეონის ძე ტახტაჯიანი (დ. 28 მაისი/10 ივნისი, 1910, შუშა - 13 ნოემბერი, 2009, სანქტ-პეტერბურგი ), საბჭოთა ბოტანიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1972), სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1971). სკკპ წევრი 1946 წლიდან.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1932 წელს დაამთავრა სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი (თბილისი). მისი უმთავრესი ნაშრომები ეხება მცენარეების სისტემატიკის, ევოლუციური მორფოლოგიის და ფილოგენიის, ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობის, ფიტოგეოგრაფიის, პალეობოტანიკის საკითხების შესწავლას. ტახტაჯიანმა დაამუშავა უმაღლესი მცენარეების სისტემა და ყვავილოვანი მცენარეების დაწვრილებითი სისტემა, შემოგვთავაზა ორგანული სამყაროს სისტემის ვარიანტი. შექმნა მცენარეთა მორფოლოგებისა და სისტემატიკოსების სკოლა. მისი რედაქციით და მონაწილეობით გამოვიდა „სომხეთის ფლორა“ (ტ. 1-6, 1954-1973) „მცენარეთა სამყარო“ (ტ. 1-6, 1974-1982) და სხვა. საკავშირო ბოტანიკის საზოგადოების (1973 წლიდან), ბიოლოგიის მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირის ბოტანიკის განყოფილებისა (1975 წლიდან) და მცენარეთა ტაქსონომიის საერთაშორისო ასოციაციის (1975 წლიდან) პრეზიდენტი. სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოებების წევრი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვ. კომაროვის სახელობის პრემია (1969), სსრკ სახელმწიფო პრემია (1981). დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, ხალხთა მეგობრობის ორდენით, აგრეთვე მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 9, გვ. 671, თბ., 1985