არკინარეთი (გორის მუნიციპალიტეტი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
არკინარეთი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (ბიყარის ტერიტორიული ორგანო), 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე არკინარეთის (მეჯუდის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 1180 მეტრი, ცხინვალიდან 26 კილომეტრი. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით სოფელს ადრე აკანათური ერქვა და ისროლისხევში შედიოდა. X საუკუნეში ისროლისხევთან ერთად ცხრაძმისხევის, XIII-XIV სს-დან კი ქსნის საერისთავოს შემადგენლობაშია. სოფლის მოსახლეობა ძველი დროიდან ქართული იყო. XVIII საუკუნის II ნახევრიდან ჩნდება ოსური მოსახლეობაც. 1865 წელს სოფელს არკინარეთი ეწოდებოდა და ქსნის უბნის ლეკოიანის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა. სოფლის თავზე შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესიის ნანგრევები.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 1, გვ. 574, თბილისი, 1975 წ.
სტატიის