არიფიონი (გაერთიანება)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არიფიონი, ქართველ საბჭოთა მწერალთა ლიტერატურული გაერთიანება (1927 - 1928).

გაერთიანებამ გამოსცა ალმანახი "არიფიონი" (1928). ჯგუფის მონაწილენი "არიფიონის" სახელწოდებას განმარტავდნენ როგორც ამხანაგობას, რომელიც ემყარებოდა არა მარტო საზოგადოებრივ იდეალებისა და ლიტერატურის მრწამსის ერთიანობას, არამედ პირად მეგობრულ ურთიერთობასაც. მიუხედავად კეთილშობილური მიზნისა - შეექმნათ ახალი ეპოქის შესატყვისი ახალი ადამიანის სახე - ჟურნალში გამოქვეყნებულ მხატვრულ ნაწარმოებთა უმრავლესობა მცდარად წარმოსახავდა სოციალისტური საზოგადოების განვითარების ძირათად პროცესებს.

ქართულმა საბჭოთა ლიტერატურულმა კრიტიკამ აღნიშნა წინააღმდეგობანი "არიფიონის" დეკლარაციასა და ალმანახის შინაარსს შორის. დაჯგუფება მალე თვითლიკვიდაციის გზას დაადგა, მით უფრო, რომ 20-იანი წლების დამლევისათვის საბჭოთა ლიტერატურაში უკვე ნიადაგი ეცლებოდა განცალკევებული სამწერლო ჯგუფების არსებობას და იქმნებოდა პირობები ჩვენი მწერლობის ძალების გაერთიანებისათვის.

[რედაქტირება] წევრები

"არიფიონის" წევრები იყვნენ ვ. გორგაძე, შ. დადიანი, კ. კაპანელი, ბ. მელიქიშვილი, ლ. მეტრეველი, ი. მოსაშვილი, მ. მრევლიშვილი, დ. სულიაშვილი, ი. ტატიშვილი, პ. ქავთარაძე, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, სანდრო შანშიაშვილი, კ. ჭიჭინაძე, მიხეილ ჯავახიშვილი.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჟღენტი ბ., ქსე, ტ. 1, გვ. 572-573, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები