არისტოფანე ბიზანტიონელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არისტოფანე ბიზანტიონელი (Aristopanòs ho Bisantiòs, დ. დაახლ. ძვ. წ. 257 – გ. დაახლ. ძვ. წ. 180) იყო ალექსანდრიელი გრამატიკოსი, ქნტიკური ეპოქის უდიდესი ფილოლოგი. ზენოდოტესა და კილიმაქეს მოწაფე. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჰომეროსის პოემების ფილოლოგიურ შესწავლაში. არისტოფანეს გამოუცია მრავალი ბერძენი ავტორის ტექსტი. იგი ითვლება მეცნიერული ლექსიკოგრაფიის ფუძემდებლად. მას მიეწერება პროსოდიის მახვილისა და ფშვინვის ნიშანთა შემუშავების სისტემა. აგრეთვე, ე.წ. „ალექსანდრიული კანონის“–ლიტერატურული ჟანრებისა და მათი ძირითადი წარმომადგენლების სიის შედგენა. ჩვენამდე არისტოფანეს ნაშრომებისა და კომენტარების უმნიშვნელო ფრანგმენტებმა მოღწია.

ლიტერატურა[რედაქტირება]