არივარა ნარიჰირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არივარა ნარიჰირა
在原業平

არივარა ნარიჰირა
მოღვაწეობა

პოეტი, უფლისწული

დაბადების თარიღი

825

გარდაცვალების თარიღი

880

იხ.ასევე - იაპონიის პორტალი და კატეგორია:იაპონელები

არივარა ნარიჰირა (იაპონ. 在原業平; დ. 825 ― გ. 880) — იაპონელი პოეტი, უფლისწული. თქმულებებად ქცეული მისი ფათერაკიანი ცხოვრება IX საუკუნის და მომდევნო პერიოდების ბევრ ლიტერატურულ ძეგლს დაედო საფუძვლად.

ვარაუდობენ, რომ თვითონაა ავტორი ცნობილი იაპონური მოთხრობისა „ისე-მონოგატარი“, რომელიც არივარას თავგადასავალს მოგვითხრობს და მისსავე ლექსებს შეიცავს. არივარას ეს და სხვა ლექსების ტანკის ჟანრს განეკუთვნება. დიდად პოპულარული იყო მისი ნატიფი სატრფიალო და პეიზაჟური ლირიკა, რომლის ნიმუშები X საუკუნიდან მოყოლებული, არაერთ ანთოლოგიაში შევიდა. შემონახულია არივარას პირადი კრებული „არივარა-ასონსიუ“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]