ართურ ლესლი მორტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ართურ ლესლი მორტონი (ინგლ. Arthur Leslie Morton ; დ. 4 ივლისი, 1903, ჰენგრეივი, საფოკი — გ. 1987) — ინგლისელი ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე და პუბლიცისტი. განათლება მიიღო კემბრიჯის უნივერსიტეტში. იყო დიდი ბრიტანეთის კომპარტიის (დბკპ) წევრი 1929 წლიდან. დბკპ-სთან არსებული ისტორიკოს მარქსისტთა ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მორტონის „ინგლისის ისტორია“ (1937) არის პირველი ნაშრომი, რომელშიც დიდი ბრიტანეთის ისტორია გაშუქებულია მარქსისტული პოზიციებიდან.

ლიტერატურა[რედაქტირება]