არენდ-როლანის კომეტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არენდ-როლანის კომეტა (კომეტა 1957 III), აღმოაჩინეს ს. არენდმა და გ. როლანმა 1956 წლის 8 ნოემბერს უკლის ობსერვატორიაში (ბელგია). 1957 წლის 8 აპრილს კომეტამ პერიჰელიუმი გაიარა. ბრწყინვალების მაქსიმუმში პირველი ვარსკვლავიური სიდიდისა იყო, კარგად ჩანდა შეუიარაღებელი თვალით, ჰქონდა 2 კუდი, რომელთაგან უგრძესი 60 მლნ. კმ-ზე იყო გაჭიმული. სპექტრში ნახშირბადის, ციანისა და ნატრიუმის ზოლები ჩანდა. არენდ-როლანის კომეტა პირველი კომეტაა, რომელშიც შეინიშნა რადიოგასხივები. კომეტა არაპერიოდულია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 560, თბ., 1975