არენდსბერგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნძული არენდსბერგი პელთან ახლოს

არედსბერგი (გერმ. Ahrendsberg) — დაახლოებით 8,6 ჰა ფართობის მქონე დაუსახლებელი კუნძული ბალტიის ზღვაში, გერმანიაში, კუნძულ პელთან ახლოს. კუნძულის ლანდშაფტებში ჭარბობს დამლაშებული მინდვრები. სანაპირო ზოლი ძირითადად მარილიანია, რაც გამოწვეულია ზღვის მიქცევა–მოქცევით. შედარებით მაღლა მდებარე ადგილები მშრალია და დაფარულია უნაყოფო მცენარეულობით, მაგალითად მშრალი მდელოებით. უკიდურეს სამხრეთში არის პატარა კლდოვანი ნაპირი.

კუნძულის სიგრძეა 600 მ., ხოლო სიგანე 220 მ. მისი კოორდინატებია: 53°58′00″ ჩ. გ. 11°28′00″ ა. გ. / 53.96667° ჩ. გ. 11.46667° ა. გ. / 53.96667; 11.46667.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]