არენგა
ვიკიპედიიდან
| არენგა | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Arenga |
არენგა (Arenga), ხისებრი პალმების გვარი. ტანადი მცენარეებია (15 მ), აქვთ ფართო ვარჯი და მუქი მწვანე (ქვემოდან მოვერცხლისფრო) ფრთისებრი ფოთლები. ცნობილია 11 სახეობა. გვხვდება ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მალაის არქიპელაგზე, ფილიპინების, კაროლინისა და სხვა კუნძულებზე. პრაქტიკულად მნიშვნელობა აქვს შაქრის პალმას.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 1, გვ. 560, თბ., 1975

