არდენი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არდენი (მრავალმნიშვნელოვანი).

არდენი, არდენული ცხენი, ტვირთმზიდი ცხენის ჯიში, რომლის მოშენებას საუკუნეების მანძილზე მისდევდნენ ბელგიაში. გამოყვანილია არდენებში. თანამედროვე ტიპის არდენი მიღებულია ბელგიაში მოშენებული არდენის ბრაბანტულ ცხენთან შეჯვარებით. მას აშენებენ საფრანგეთსა და შვედეთში. არდენი მასიური ცხენია, აქვს კარგად განვითარებული მუსკულატურა, მოკლე და მსხვილი ფეხები. ფერად თაფლა, ქურანა, ლურჯა ან სისვია. განაზომი (სმ); აჯილღისა - სიმაღლე მინდაოში 148 - 160, ტანის ირიბი სიგრძე 160-170, გულმკერდის ირგვლივი 190-220, ნების ირგვლივი 23-25; ცოცხალი მასა 700-800 კგ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ლეონიძე მ., ქსე, ტ. 1, გვ. 559, თბ., 1975

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე