არდაბილი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
არდაბილი
اردبیل
შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი
შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი
ქვეყანა ირანი
მუნიციპალიტეტი არდაბილი
კოორდ. 38°14′58″ ჩ. გ. 48°18′05″ ა. გ. / 
ფართობი 17,881 კმ²
სიმაღლე 1351
მოსახლეობა 421 248 კაცი (2006)
დროის სარტყელი UTC+3:30
საფოსტო ინდექსი +98 451

არდაბილი მდებარეობა ირანი

Red pog.svg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1345
რუს.ინგლ.ფრ.

არდაბილი (სპარს. اردبیل; აზერ. Ərdəbil اردبیل ) - არის ისტორიული ქალაქი ჩრდილოეთ ირანში. სახელი არდაბილი მომდინარეობს ზოროასტრული სიტყვა "ართავილიდან", რაც წმინდა ადგილ ნიშნავს.[1] არდაბილი წარმოადგენს ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს და უდიდეს ქალაქს. 2006 წლის აღწერის შედეგად აქ ცხოვრობდა 421 248 კაცი, ეთნიკური თვალსაზრისით მოსახლეობის უმრავლესობაში არიან აზერბაიჯანელები. ეს დასახლება ცნობილია თავისი ხალიჩების წარმოებით. არდაბილში მდებარეობს მრავალი ისტორიული შენობა. აქ არსებული შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.

არდაბილი პირველად მოხსენიებულია სასანიდურ წყაროებში. შუა საუკუნეებში არდაბილში საკმაოდ განვითარებული იყო ვაჭრობა. 1220 წელს ქალაქი აიღეს და დაანგრიეს მონღოლებმა, თუმცა ის მოგვიანებით აღდგა.

[რედაქტირება] მდებარეობა

არდაბილი მდებარეობს კასპიის ზღვიდან დაახლოებით 70 კილომეტრის დაშორებით. ამ დასახლებიდან 210 კილომეტრში არის ქალაქი თავრიზი. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1351 მეტრ სიმაღლეზე, დასახლების ფართობი შეადგენს 18,011 კმ²-ს.

დასახლების აღმოსავლეთით მდებარეობს მთა სავალანი (4,811 მ).

[რედაქტირება] არდაბილის მნიშვნელოვანი შენობები

  • ისტორიულ-არქიტექტორული კომპლექსი (XVI—XVII სს.) შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი - შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
  • მირზა ალი ალეკბერას მეჩეთი
  • იმამზანდა სალეჰას მუზეუმი
  • არდაბილის მუზეუმი
  • ძველი ხიდები რომლებიც ძირითადად სეფიანების მმართველობის პერიოდში აიგო.
  • წმინდა მარიამის სომხური ეკლესია

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე