არგენტინის დემოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

2001 წლის აღწერის მონაცემებით, არგენტინის მოსახლეობა შეადგენდა 36,260,130 ადამიანს. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი 0.917% იყო, შობადობის მაჩვენებელი შეადგენდა 16.32 ადამიანს ყოველ 1.000 ადამიანზე, მოკვდავობის მაჩვენებელი 7.54 ყოველ ათასზე. უკვე 2008 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობა 40,301,927 ადამიანს შეადგენს.[1] მიგრაციის სალდო დადებითია და შეადგენს 0.39 იმიგრანტს ყოველ ათას მოსახლეზე. არგენტინა ერთადერთი სახელმწიფოა მთელს ლათინურ ამერიკაში, რომალსაც მიგრაციის დადებითი სალოდ აქვს. მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგნაირია:

  • 15 წელზე ქვემოთ - 24.6%, ამ მაჩვენებლით არგენტინა ოდნავ ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (28%)
  • 65 წელზე ზემოთ - 10.8%, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი.

ხანდაზმული ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით არგენტინაში მაღალია და ლათინურ ამერიკაში მხოლოდ ურუგვაის ჩამორჩება.

მოსახლეობის ზრდა არგენტინაში ყველაზე დაბალია ლათინური ამერიკის მასშტაბით, მაგრამ ასევე დაბალია მოკვდავობის მაჩვენებელი. სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი 76 წელია.

არგენტინელთა უმრავლესობა თანამედროვე არგენტინის ტერიტორიაზე ევროპიდან კოლონიალიზმის ეპოქასა და XIX-XX საუკუნეებში დასახლდა. მოსახლეობის 86% ევროპული წარმომავლობისაა.[2][3] 8%-ს შეადგენენ მეტისები,[2]მოსახლეობის 4% არაბული და აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობისაა.[4] ბოლო აღწერისას, 600,000 არგენტინელი თავს ინდიელთა შთამომავლად მიიჩნევდა (1.6 %).[5] (იხილეთ Demographics of Argentina#Genetic Studies სექცია).[6]

ყველაზე მსხვილ ეთნიკურ ჯგუფებს იტალიელები და ესპანელები შეადგენენ. მოსახლეობის 60%-ზე მეტი სწორედ იტალიური წარმოშობისაა.[7]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Proyecciones provinciales de población por sexo y grupos de edad 2001-2015 (pdf). Gustavo Pérez. INDEC. დაარქივებულია ორიგინალიდან 2005-11-09-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-06-24.
  2. 2.0 2.1 Argentina
  3. CIA - The World Factbook - Argentina
  4. Argentina.
  5. INDEC: Encuesta Complementaria de Pueblos Indígenas (ECPI) 2004 - 2005 (in Spanish), INDEC. Document dated June 26, 2006; URL accessed on March 29, 2006.
  6. Clarín
  7. Travel for good: Argentina