არახოსია
არახოსიას ადრე უწოდებდნენ თანამედროვე ავღანეთის აღმოსავლეთ რეგიონს, თანამედროვე კანდაგარის მიდამოებს. თავდაპირველად მანდ ცხოვრობდნენ ინდო-ირანული და ირანული ტომები, რომლებმაც ძვ. წ. VI საუკუნეში სექმნეს სამეფო კამბოჯა, რომლის ისტორიაც უცნობია. იმავე საუკუნეში არახოსია სპარსებმა დაიპყრეს. შემდეგ იგი შედიოდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაში, მაურიების იმპერიაში, ბერძნულ-ბაქტრიულ სამეფოში. ძვ. წ. II საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში არახოსია დაიპყრეს საკებმა, რომლებიც შუა აზიიდან გადმოსახლდნენ.
ძვ. წ. I საუკუნეში არახოსია გაერთიანდა ადგილობრივი მეფეების მმართველობით, რომლებმაც დაახლოებით 1 საუკუნე იმეფეს. ამ სამეფოს პოლიტიკური ისტორია უცნობია, თუმცა ოთხი ადგილობრივი მეფის მონეტებია ნაპოვნი. სავარაუდოთ დინასტიის დამაარსებელი ვონონი იყო. სპალახორი ითვლება მის ძმად და თანამმართველად, თუმცა სესაძლოა ისინი ნამდვილი ძმები არ იყვნენ. სპალადაგამი სავარაუდოთ სპალახორის ვაჟი იყო. არახოსიის უკანასკნელ საკ მეფედ ითვლება სპალირისი.
ძვ. წ. I საუკუნის ბოლოს არახოსია დაიპყრო ინდო-საკ მეფემ აზ I-მა, რომელიც განდხარაში მეფობდა. სავარაუდოთ არახოსიის დედაქალაქი ალექსანდროპოლისი იყო.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
სტატიის