არანჟირება

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არანჟირება (ფრანგ. arranger - გადაკეთება), საკრავის, საკრავთა ჯგუფის ან ხმისათვის გათვალისწინებული მუსიკალური ნაწარმოების გადაკეთება სხვა საკრავების ან სხვა ხმისათვის (საორკესტრო ნაწარმოების გადაღება ფორტეპიანოსთვის, რომანსისა - გუნდისა ან ვიოლინოსთვის და ა. შ.).

არანჟირება ეწოდება აგრეთვე მუსიკალურ ნაწარმოების შემსუბუქებულ, გაადვილებულ დამუშავებას იმავე საკრავისათვის.

პირადი ხელსაწყოები