არალიისებრნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არალიისებრნი
Aralia elata en fleur4081.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ლათინური სახელი
Araliaceae
დაცვის სტატუსი

არალიისებრნი (Araliaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები ან ბუჩქები (ზოგჯერ მცოცავი), იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახებია. ყვავილები შეკრებილია რთულ ქოლგებად, თავაჯებად ან თავთავებად. ნაყოფი ხშირად წვნიანია. არალიისებრთა ოჯახი აერთიანებს 70-მდე გვარსა და 850-მდე სახეობას. გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

საქართველოს ბაღებსა და პარკებში იზრდება დეკორატიული ჩინური არალია (Araliaceae chinensis || Araliaceae mandshurica), ეკლიანი არალია (Araliaceae spinosa), სურო, რომელიც ბუნებრივადაც გვხვდება, და სხვა. ტექნიკური მნიშვნელობა აქვს იაპონურ ქაღალდის ხეს (Tetrapanax papyriferum), რომლის გულგულისაგან ჩინეთში ამზადებენ ქაღალდს; კულტივირებულია კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ, დასავლეთ საქართველოში.

არალიისებრთა ოჯახში შედის აგრეთვე მნიშვნელოვანი სამკურნალო მცენარეები (ჟენშენი, ელეუთეროკოკი და სხვა).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 536-537, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე