არაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არაზი
სომხ. Մովսես Մելիքի Հարությունյան
დაბადების თარიღი 20 მარტი (1 აპრილი), 1878[1] [2]
დაბადების ადგილი შაუმიანი[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 21 დეკემბერი, 1964(1964-12-21)[3] [4] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი ერევანი[3] [1] [2]
ფსევდონიმი Ֆերնանդո
საქმიანობა მწერალი[1] [2] და მთარგმნელი
ეროვნება სომხები[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 სსრკ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი[1]
ჯილდოები ლენინის ორდენი[1], საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი[1] და მედალი „კავკასიის დაცვისათვის“

არაზი (სომხ. Արազի) (ნამდვილი გვარი — მოვსეს მელიქის ძე არუთინიანი სომხ. Մովսես Մելիքի Հարությունյան) (დ. 1 აპრილი, 1878, შულავერი, ახლანდელი შაუმიანი, საქართველო — გ. 21 დეკემბერი, 1964, ერევანი, სომხეთი), სომეხი მწერალი, სომხეთის პროლეტარიატული პროზის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა პეტერბურგში ტექნოლოგიის ინსტიტუტში. რევოლუციური მოღვაწეობისათვის ორჯერ დააპატიმრეს (1901. 1903). სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1906 წელს. მისი მცირე ფორმის მოთხრობები („უკანასკნელი სიზმარი“, 1912; „მზე“, 1913; „ზღაპრები“, 1913; „სისხლიანი ყვავილი“, 1916) გამსჭვალულია რევოლუციური სულისკვეთებით. რევოლუციის შემდეგ მისი შემოქმედების მთავარი თემა გახდა ადამიანის ფორმირება ახალი ცხოვრების პირობებში (მოთხრობა „ამხანაგი მუკუჩი“, 1924; „შეშინებული ჰანესი“, 1927). ავტობიოგრაფიულ რომანში „ალმობედული ჰორიზონტი“ (1940) ასახა სომეხი ინტელიგენციის რევოლუციური წარსული, ხოლო რომანი „ისრაელ ორი“ (1959) მიუძღვნა სომეხი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას XVII-XVIII საუკუნეებში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით და ორი სხვა ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]