არაბთა გაერთიანებული საამიროების ადმინისტრაციული დაყოფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემირატების მდებარეობა
აბუ-დაბის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პატარა საემიროები

არაბთა გაერთიანებული საამიროები არის ფედერაციული მოწყობის ქვეყანა, რომელიც შედგება 7 საემიროსგან (არაბ. إمارات‎‎ — იმირატი მხ. რ. — إمارة — იმარა). თითოეული ემირატი წარმოადგენს მიკროსახელმწიფოს აბსოლუტური მონარქიით. არაბთა გაერთიანებული საამიროების ადმინისტრაციულ მოწყობაში უმთავრესი მომენტია თავის ტერიტორიაზე მდებარე ნახშირწყალბადის რესურსების განკარგვის უფლება — ფაქტობრივად ნავთობრსსურსების შესაბამისად განისაზღვრება ამა თუ იმ ემირატის გავლენა ქვეყნის საერთო პოლიტიკის განსაზღვრაში. ასე მაგალითად, ემირატებიდან ყველაზე მსხვილ და მდიდარ აბუ-დაბიის ემირატში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — აბუ-დაბი და ერთდროულად აბუ-დაბის ემირი წარმოადგენს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს. დუბაის ემირი წარმოადგენს მთავრობის ხელმძღვანელს.

N საამირო სახელწოდება ორიგინალში ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი კმ² მოსახლეობა (2008) სიმჭიდროვე 1 კმ²-ზე
1 აბუ-დაბის საანირო أبو ظبي აბუ-დაბი 67 340 1 548 655 23,00
2 აჯმანის საამირო عجمان აჯმანი 259 372 923 1439,86
3 დუბაის საამირო دبي დუბაი 3885 1 770 533 455,74
4 რას ელ-ხაიმას საამირო رأس الخيمة რას ელ-ხაიმა 1683 171 903 102,14
5 უმ ელ-კაივაინის საამირო أم القيوين უმ ელ-კაივაინი 777 69 936 90,01
6 ელ-ფუჯაირას საამირო الفجيرة ელ-ფუჯაირა 1166 137 940 118,30
7 შარჯას საამირო الشارقة შარჯა 2590 895 252 345,66
სულ 77 700 4 967 142 63,93

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]