აპურე (მდინარე)
|
|
|
|---|---|
| Apure | |
მდინარე აპურე |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 1038 კმ |
| აუზის ფართობი | 167,000 კმ² |
| წყლის ხარჯი | 2 183 მ³/წმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | კორდილიერა-დე-მერიდა |
| · მდებარეობა | |
| · კოორდინატები |
/ |
| შესართავი | ორინოკო |
| · კოორდინატები |
/ / |
| ჩაედინება | ორინოკო |
| განლაგებულია | |
| ქვეყნები | |
| ქალაქები | გუასდუალიტო სან-ფერნანდო-დე-აპურე. |
აპურე (ესპ. Apure) — მდინარე ვენესუელის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მდინარე ორინოკოს მარცხენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების სარარესა და ურიბანტეს შეერთების შედეგად. აპურეს აუზის გარკვეული ნაწილი ვრცელდება კოლუმბიის ტერიტორიაზეც. სათავეს იღებს კორდილიერა-დე-მერიდას მთებში. სიგრძე 1038 კმ, აუზის ფართობი 167,000 კმ².[1] მიედინება დასავლეთიდან აღმოსავლური მიმართულებით, ლიანოს-ორინოკოს დაბლობზე. ქვემო დინებაში ხეობა შედარებით განიერია, რამდენიმე ნაწილად იტოტება და ისე ჩაერთვის ორინოკოს. მარცხენა მხრიდან ღებულობს რამდენიმე მნიშვნელოვან შენაკადს, რომელთაგან აღსანიშნავია მდინარეები პორტუგესა და გუარიკო. წვიმიან სეზონში მდინარე მეტად წყალუხვია, მაისიდან ოქტომბერ-ნოემბრამდე დამახასიათებელია წყალმოვარდნები. წარმოადგენს რეგიონის მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიას. სანაოსნოა შესართავიდან საშუალოდ 600 კილომეტრზე.
წყლის საშუალო ხარჯი 2 183 მ³/წმ. მდინარე აპურეს ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები: გუასდუალიტო და სან-ფერნანდო-დე-აპურე.
სექციების სია |
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- BINGHAM, Hiram. On the route of Bolívar’s great march: Caracas to Bogotá via Arauca and the Páramo of Pisva. London: The Geographical Journal, oct, 1908, pp. 329-347.
- CARVAJAL, (fray) Jacinto. Relación del descubrimiento del río Apure hasta su ingreso en el Orinoco. Escrita en 1648 y editada en León (España) en julio de 1882. Editada también en Madrid: Edime, 1956.
- DE LEÓN, Rafael; RODRÍGUEZ DÍAZ, Alberto: El Orinoco aprovechado y recorrido. Caracas: Ministerio de Obras Públicas, Corporación Venezolana de Guayana, 1976
- RODRIGUEZ DIAZ, Alberto J. y DE LEON, Rafael. Apuntes para los estudios de navegación por el sistema Orinoco-Apure: Tramo Ciudad Guayana- Guasdualito. Caracas: M.O.P., Dirección de Recursos Hidráulicos, Oficina de Planeamiento, Estudios Río Orinoco, 1975.
- ZINCK, Alfred. Los ríos de Venezuela. Caracas: Cuadernos LAGOVEN, 1982, 2ª edición.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Saunders, James F., III and Lewis, William M., Jr. (October 1988) "Transport of phosphorus, nitrogen, and carbon by the Apure River, Venezuela" Biogeochemistry 5(3): pp. 323-342