აპოფთეგმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აპოფთეგმა)

აპოფთეგმები (ბერძ. ἀπόφθεγμα — სხარტი, ღრმააზროვანი გამონათქვამი) — ფილოსოფოსთა და გამოჩენილ ადამიანთა გამონათქვამების, აგრეთვე მათი ცხოვრების ამსახველი ამბებისა და თქმულებების ძველი კრებულები, რომელთა მიზანი იყო მკითხველთა ზნეობრივი დარიგება და განსწავლა. აპოფთეგმებს საფუძველი ჩაეყარა ანტიკურ საბერძნეთში და ფართოდ გავრცელდა როგორც ძველ სამყაროში, ისე შუა საუკუენეებში.

საქართველოში ჯერ კიდევ X საუკუნეში ითარგმნა საკეტურ-მისტიკური ხასიათის აფორიზმები და სენტენციები, იოანე ოქროპირის "ფუტკარი" (თარგმანი სტეფანე ათონელისა), ნილის სინელის "ღნომანი სწავლათანი სარგებელად სულისა" და "ღნომანი განმაყენებელნი განხრწნადთაგან და შემაერთებელნი უხრწნელთა თანა". აღორძინების ხანის ქართული ლიტერატურის მოღვაწენი თარგმნიდნენ აღმოსავლეთისა და საბერძნეთის ფილოსოფოსთა, მეფეთა და ცნობილ პირთა აპოფთეგმურ კრებულებს (სპარსული "ყაბუსნამეს" ქართული პროზაული და ლექსითი ვერსიები და სხვა). XVIII საუკუნეში აპოფთეგმები ითარგმნა რუსულიდან, მათ შორის ყველაზე სრულია "აპოფთეგმატა", რომელიც ერასტი თურქისტანიშვილს გადმოუღია, რუსული დედანი კი, თავის მხრივ, ბენიაშ ბუდნის (XVII ს.) პოლონური კრებულიდან არის თარგმნილი. ეს კრებული ოთხი სხვადასხვა რედაქციით გაულექსავს ვახტანგ VI-ს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: