აპოდაკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
აპოდაკა
Apodaca
Apodaca location.png
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი ნუევო-ლეონი
კოორდინატები 25°47′ ჩ. გ. 100°11′ დ. გ. / 25.783° ჩ. გ. 100.183° დ. გ. / 25.783; -100.183
დაარსდა 1585
ფართობი 183,5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 405
მოსახლეობა 418 784 კაცი (2005)
დროის სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
საფოსტო ინდექსი 56530
ოფიციალური საიტი http://www.apodaca.gob.mx

Map of Mexico Demis.png

Red pog.svg

აპოდაკა (ესპ. Apodaca) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში, მონტერეის მეტროპოლიურ არეალში. მდებარეობს მეტროპოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. 2005 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 393 195 ადამიანს შეადგენს, მთლიანად მუნიციპალიტეტის კი 418 784-ს.[1] მუნიციპალიტეტის ფართობი 183,5 კმ²-ია. აპოდაკა მეოთხე უმსხვილესი და სწრაფად მზარდი ქალაქია ნუევო-ლეონის შტატში. ამავე დროს, იგი მნიშვნელოვანი სამრეწველო ცენტრია.

ქალაქს სახელი ეწოდა ქალაქ ლინარესის ეპისკოპოს დოქტორ სალვადორ აპოდაკას პატივსაცემად, რომელიც 1769 წელს გვადალახარაში დაიბადა.[2]

ეკონომიკა[რედაქტირება]

აპოდაკის მუნიციპალიტეტი ნუევო-ლეონის შტატის ერთ-ერთი უმთავრესი სამრეწველო ცენტრია. ეკონომიკა ეფუძნება მანუფაქტურულ წარმოებასა და მომსახურების სექტორს. ფუნქციონირებენ ისეთი ამერიკული კომპანიები, როგორებიცაა Whirpool, General Electric, Polaris Industries, Callaway, Parker Hannifin, Visteon და სხვები. საწარმოები ასევე აქვთ იაპონურ კომპანია Denso-ს, კორეულ LG-ს, ჩინურ Lenovo-ს და დანიურ Danfoss-ს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Link to tables of population data from Census of 2005 INEGI: Instituto Nacional de Estadística, Geografía e Informática
  2. "Apodaca", Encilopedia de los Municipios de México