აპენცელ-აუსერჰოდენის კანტონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | კანტონი |
| ადმინ. ცენტრი | ჰერიზაუ |
| მსხვილი ქალაქი | ჰერიზაუ |
| ოფიც. ენები | გერმანული |
| მოსახლეობა (2010) | 53 017 კაცი |
| სიმჭიდროვე | 220 კაცი/კმ² |
| ფართობი | 242,86 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი - ყველაზე დაბალი წერტილი |
2 502 მ 430 მ |
| აბრევიატურა | AR |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Appenzell Ausserrhoden | |
აპენცელ-აუსეროდენი (გერმ. Appenzell Ausserrhoden) — კანტონი შვეიცარიაში. სამთავრობო და საპარლამენტო ცენტრია ჰერიზაუ, სასამართლო მმართველობა კი განთავსებულია ქალაქ ტროგენში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ესაზღვრება სანქტ-გალენისა და აპენცელ-ინეროდენის კანტონებს.
დასახლების ისტორია აპენცელში VII-VIII საუკუნეებიდან იწყება, მდინარე გლატის გასწვრივ. ადგილობრივ მოსახლეობაზე დიდი გავლენა მოახდინა წმინდა გალის მონასტერმა. 907 წელს პირველად იხსენიება ჰერიზაუ, კანტონს კი სახელი 1071 წელს ეწოდა.
2010 წლის მონაცემებით კანტონის მოსახლეობა 53 017 ადამიანს შეადგენს. 2007 წელს, მათ შორის 6 959 უცხოელი იყო, მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 13,22%.[1] უმრავლესობა, 51% პროტესტანტია, 31% კი კათოლიკე.[2]
კანტონი დაყოფილია 20 მუნიციპალიტეტად.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (გერმანული)
- Official Statistics
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Federal Department of Statistics (2008). Ständige Wohnbevölkerung nach Staatsangehörigkeit, Geschlecht und Kantonen (Microsoft Excel). დაარქივებულია ორიგინალიდან 15 December 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 2008-11-05.
- ↑ Federal Department of Statistics (2004). Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). დაარქივებულია ორიგინალიდან 29 December 2008-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.
|
|||||