აპენდექტომია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Blinddarm-01.jpg

აპენდექტომია (ლათ. დანამატი, ბერძნ. ამკვეთა) - დაავადებული ჭიანაწლავის (ბრმა ნაწლავის) ამოკვეთაა. კლასიკური აპენდექტომია მაკბურნეის იგივე დიაკონოვ-ვოლკოვიჩის განაკვეთით კეთდება , იჭრება კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, გარეთა ირიბი კუნთის აპონერვოზი, შიგნითა ირიბი და განივი კუნთები ღრმად ითიშება, ორ პინცეტს შორის ამოიღებენ და გაჩრიან პერიტონიუმს. მუცლის ღრუში მოინახება აპენდიქსი, რომელზეც მაკრომორფოლოგიურად აღინიშნება კატარული ანთება (ამავდროულად დაათვალიერებენ თეძო-ნაწლავსაც, რათა გამოირიცხოს მეკელის დივერტიკულის არსებობა). ამის შემდეგ ხდება ჯორჯლის გამოყოფა და ლიგირება, ჭიანაწლავის მოჭრა და გადანაჭრელი ადგილის ანუ თაკვის დამუშავება. აპენდიქსის ფუძეზე ედება ქისისებული და ზეტისებური ნაკერი, რის შემდეგაც მუცელის ღრუ დაიხურება შრეებად.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: