აპელაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აპელაცია (ინგლ. appeal, ლათ. appellatio — მიმართვა, მოწოდება) — სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება უმაღლეს სასამართლოში, რომელსაც აქვს უფლება არსებითად გადასინჯოს საქმე და გამოიტანოს თავისი გადაწყვეტილება.[1] საქართველოში საოლქო სასამართლოებში (თბილისი, ქუთაისი), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში მოქმედებს სააპელაციო პალატები, რომლებიც სააპელაციო წესით განიხილავენ რაიონული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჩივრებს.[2]

სქოლიო[რედაქტირება]