ანჯელო სეკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანჯელო სეკი

ანჯელო სეკი (იტალ. Angelo Secchi; დ. 29 ივნისი, 1818, რეჯო-ნელ-ემილია — გ. 26 თებერვალი, 1878, რომი) — იტალიელი ასტრონომი. 1849 წლიდან რომის ობსერვატორიის დირექტორი. ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ფოტოგრაფია ასტრონომიაში. 1863 წელს შემოიღო ვარსკვლავთა სპექტრების პირველი კლასიფიკაცია (დაყო 4 კლასად), რომელსაც იყენებდნენ ჰარვარდის კლასიფიკაციის შემოღებამდე (XX საუკუნის შუა ხანები). სეკი იკვლევდა მზის, მთვარის, პლანეტებისა და კომეტების სპექტრებსაც. მუშაობდა აგრეთვე გეოდეზიაში, მეტეოროლოგიასა და ჰიდროლოგიაში. გამოიგონა წყლის ფარდობითი გამჭვირვალობის დასადგენი ხელსაწყო, ე. წ. სეკის დისკო.

ლიტერატურა[რედაქტირება]