ზურაბ ანჩაბაძე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ანჩაბაძე, ზურაბ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ანჩაბაძე
სახელი დაბადებისას

ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძე

მოღვაწეობა

ქართველი ისტორიკოსი

ბიოგრაფიული ცნობები
დაბადების თარიღი

22 აპრილი, 1920

დაბადების ადგილი

გაგრა

გარდაცვალების თარიღი

28 იანვარი, 1984

გარდაცვალების ადგილი

სოხუმი

მოქალაქეობა

საქართველო

ჯილდოები:

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი , პროფესორი, სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.


ზურაბ ვიანორის ძე ანჩაბაძე (დ. 22 აპრილი, 1920, გაგრა — გ. 28 იანვარი, 1984, სოხუმი), ქართველი და აფხაზი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს (1972) და აფხაზეთის (1961) მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1963), სსრკ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთის უნივერსიტეტის პირველი რექტორი.

სექციების სია

[რედაქტირება] წარმოშობა და ოჯახი

ზურაბ ანჩაბაძის ანკეტაში, სადაც სოციალური წარმოშობის გრაფაა, გარკვევითაა მიწერილი თავადი, სოციალური მდგომარეობა – აზნაური. ზურაბის ბაბუა ტარას ანჩაბაძე, გადამდგარი ვიცე-პოლკოვნიკი, საკმაო ხნის მანძილზე იყო სოხუმის მმართველობის წევრი; ბებია - მაშო დადიანი-ანჩაბაძისა ცნობილი საზოგადო მოღვაწე იყო. ზურაბის მამამ, ვინორ ანჩაბაძემ დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. პირველი მსოფლიო ომის დროს იმყოფებოდა კავკასიისა და დასავლეთის ფრონტებზე. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მას დაევალა აფხაზეთში საკურორტო საქმის ორგანიზება. გარკვეული დროის მანძილზე ვინორ ანჩაბაძე იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი.

გიორგი ანჩაბაძის მეუღლე იყო თინა ხახიშვილი. მათი ვაჟია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1941 წელს დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურიო ინსტიტუტი. 1946 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. 1956 წლიდან აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილების გამგე. 1958 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის იატორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კავკასიის ხალხთა ისტორიის განყოფილების გამგე. 1973 წლიდან მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი. 1979 წელს დაარსდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის პირველ რექტორად დამტკიცებულ იქნა ზურაბ ანჩაბაძე. უნივერსიტეტში ზურაბ ანჩაბაძემ შექმნა საქართველოსა და აფხაზეთის ისტორიის კათედრა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში.

ანჩაბაძე იკვლევდა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ძველი, შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის საკითხებს. იყო "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" III ტომის რედაქტორი (1979, ვ. გუჩუასთან ერთად; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1982) და "აფხაზეთის ისტორიის" პირველი დამხმარე სახელმძღვანელოს თანაავტორი (1986). არჩეული იყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად. სსრკ IX მოწვევის და საქართველოს X მოწვევის უმაღლესი საბჭოების დეპუტატი.

ზურაბ ანჩაბაძე გარდაიცვალა 1984 წლის იანვარს.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 503, თბ., 1975
  • სურგულაძე ა., არდავიწყება მოყვრისა, თბ., 1986, გვ. 154-158;
  • Вопросы истории народов Кавказа (Сборник статей, посвященных памяти З. В. Анчабадзе), Тб., 1988;
  • ანჩაბაძე გ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 171, თბ., 1997
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები