ანტუან ჟერომ ბალარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანტუან ჟერომ ბალარი

ანტუან ჟერომ ბალარი (Antoine-Jérôme Balard) (დ. 30 სექტემბერი, 1802, მონპელიე — გ. 30 მარტი, 1876, პარიზი), ფრანგი ქიმიკოსი, პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი (1842). პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1844).

ბალარმა დაამუშავა ზღვის წყლისაგან ნატრიუმის სულფატისა და კალიუმის მარილების მიღების ხერხი, რომელსაც სამრეწველო მნიშვნელობა აქვს. 1826 წელს აღმოაჩინა ახალი ელემენტი — მურიდი (ლათ. muria — მარილწყალი). ამ ელემენტს გეი-ლუსაკმა შემდგომში ბრომი უწოდა. ბალარმა დაადგინა ჟაველის წყლისა (კალიუმჰიპოქლორატის წყალხსნარის) და მათეთრებელი კირის შედგენილობა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 2, გვ. 166, თბ., 1977


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე